ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი ფორმა 2021-22 სეზონისთვის.
კომპლექტი ღია ლურჯი ფერისაა, გვერდებზე ყვითელი ვერტიკალური ზოლებით. მაისურის ერთი ნაწილი ჭადრაკული დიზაინისაა, მეორე - ზიგზაგისებრი. ახალი ფორმა ოპ-არტის, ოპტიკური ხელოვნების სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც მე-20 საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო.
„ეს ფორმა მიმზიდველი, ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალურია. ვფიქრობ, გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ.“ - ამბობს „ჩელსის“ ნახევარმცველი, მეისონ მაუნტი,