ფეხბურთი

11:49 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდი ალექს ფერგიუსონის შექებას გამოეხმაურა

„ლივერპულის“ ლეგენდარული კაპიტანი, ამჟამად კი „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, ასევე ლეგენდარული მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის შექებას გამოეხმაურა. 79 წლის შოტლანდიელმა ჯერარდის „რეინჯერსში“ მუშაობას შესანიშნავი უწოდა და მედიასთან დახვეწილი ურთიერთობაც მოუწონა, შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონი 1967-69 წლებში თავადაც იცავდა „რეინჯერსის“ ღირსებას.

„ეს დიდი პატივია ჩემთვის. მოხარული ვარ. ჩვენი ნებით არ გავმხდარვართ მოწინააღმდეგეები. „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ ოდინდელი ქიშპობა მოგეხსენებათ.

წლების განმავლობაში ჩვენ საფეხბურთო მტრები ვიყავით. თუმცა, სერ ალექსს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, ის ხომ საკულტო ფიგურა იყო. გამოგიტყდებით, ძალიან მესიამოვნა მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა.“ - ციტირებს სტივი ჯის სიტყვებს Goal.

0.131399