საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, „მონპელიემ“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩი 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანები კი პარიზელებმა უკეთ დაარტყეს - 5:6.
მე-19 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა. ტაიმის ბილოს „მონპელიეს“ შემტევმა, გაეტან ლაბორდემ გაათანაბრა. 50-ე წუთზე მბაპემ დუბლი გაიფორმა. 83-ზე კი ანდი დელორმა ისევ აღადგინა წონასწორობა. პენალტების სერიაში პარიზელებმა იყოჩაღეს.
პსჟ ფინალში გავიდა, სადაც „ვალიერ“ – „მონაკოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.