ფეხბურთი

2:02 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ჩემპიონთა ლიგამდე ერთი მოგება აშორებს, ბუფონი უკვდავია

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაში არაფერი შეცვლილა და „მილანი“ უკვე ძალიან ახლოსაა 7-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე დაბრუნებასთან.

სტეფანო პიოლის გუნდი 3 დღის წინ ტურინში „იუვენტუსს“ ესტუმრა და 3:0 მოუგო, ახლა „ტორინოს“ ეწვია და 7:0 გააცამტვერა! „როსონერი“ იშტაზეა და როგორც ჩანს, ახლა ვეღარავინ შეუშლის ხელს, რომ ნანატრ მიზანს მიაღწიოს. ჰეთ-თრიქი შეასრულა ანტე რებიჩმა, თანაც 12-წუთიან ინტერვალში და ფანტასტიკური თამაში ჰქონდა, ისევე როგორც მის გუნდს. „მილანმა“ 2001 წლის შემდეგ პირველად გაიტანა სერია A-ში 6 ან მეტი გოლი! ჩემპიონთა ლიგის საგზური ძალიან ახლოსაა, საკმარისია „მილანმა“ მომდევნო ტურში შინ „კალიარის“ მოუგოს და ყველაფერი გაოფიციალურდება.

ერთადერთი მოგება აშორებს იგივეს ბერგამოს „ატალანტასაც“, რომელმაც შინ „ბენევენტოს“ 2:0 მოუგო და ფილიპო ინძაგის გუნდი ცალი ფეხით გავარდნილია. ჩემპიონი „ინტერი“ აგრძელებს დიდებულ თამაშს და „რომას“ 3:1 მოუგო.

და ბოლოს, „იუვენტუსი“, რომელიც სხვებზეა დამოკიდებული და შანსი ძალიან ცოტა აქვს, რომ ოთხეულში მოხვდეს. „იუვენტუსმა“ სტუმრად „სასუოლოს“ 3:1 მოუგო. კრიშტიანუ რონალდუმ და პაულო დიბალამ გაიტანეს - ორივესთვის ეს იყო „იუვეს“ მაისურით მე-100 გოლი. რონალდუმ ტურინელთა ისტორიაში ყველაზე ცოტა დრო მოანდომა 100 გოლის გატანას - 3 სეზონი. უნდა აღინიშნოს 43 წლის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც მე-16 წუთზე ჯერ კიდევ 0:0-ზე პენალტი მოიგერია და სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა, რომელმაც პენალტი აიღო. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ბუფონმა „იუვენტუსში“ 13 თამაში ჩაატარა და მის გუნდს არ წაუგია - 11 მოგება, 2 ფრე. ეს სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ახლა დრო უკან არ დაბრუნდება, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან გაუჭირდება.

„ატალანტა“ – „ბენევენტო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მურიელი (22), 2:0 პაშალიჩი (67)

„ბოლონია“ – „ჯენოა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ძაპაკოსტა (13), 0:2 სკამაკა (61, პენ)

„ლაციო“ – „პარმა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იმობილე (90, პენ)

„სამპდორია“ – „სპეცია“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 პობეგა (15), 1:1 ვერე (32), 1:2 პობეგა (73), 2:2 კეიტა (80)

„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 რაბიო (28), 0:2 რონალდუ (45), 1:2 რასპადორი (59), 1:3 დიბალა (66)

„ტორინო“ – „მილანი“ 0:7 (0:2)

გოლები: 0:1 ერნანდესი (19), 0:2 კესი (26, პენ), 0:3 ბრაჰიმ დიასი (50), 0:4 ერნანდესი (62), 0:5 რებიჩი (67), 0:6 რებიჩი (72), 0:7 რებიჩი (79)

„ინტერი“ – „რომა“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბროჟოვიჩი (11), 2:0 ვესინო (20), 2:1 მხითარიანი (31), 3:1 ლუკაკუ (90)

თეგებისერია A
0.160889