ფეხბურთი

20:45 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "საბურთალო" გაანადგურა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური თბილისური დერბით დასრულდა, რომელშიც „საბურთალომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა.

ხვიჩა შუბითიძის გუნდს პოზიტიური და დაუმარცხებელი სერია ჰქონდა, მაგრამ გიორგი ნემსაძის გუნდთან ვერაფერი გააწყო და ოთხი უპასუხი გოლი გაუშვა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა და მეორე ნახევარს პრაქტიკულად აზრი დაუკარგა.

საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი გაბედავამ დაასრულა და „დინამომ’ წინა ტურში ბათუმში განცდილი მარცხი დაივიწყა. თბილისელები 28 ქულით ლიდერობას „დინამო ბათუმთან“ ერთად იყოფენ, ხოლო „საბურთალოს“ 21 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (12), 0:2 ახვლედიანი (18), 0:3 მარუშიჩი (45, პენ), 0:4 გაბედავა (90)

0.111165