იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
მანჩინი "სკუადრა აძურას" 2026 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის და ხელფასის სახით წელიწადში სამი მილიონი ევრო ექნება. რობერტომ გუნდი 2018 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ევროპის ჩემპიონტზ ითამაშებს, სადაც იტალიის მეტოქე A ჯგუფში შვეიცარია, უელსი და თურქეთი იქნება.