ფეხბურთი

15:28 | 12.05.2021 | ნანახია 2416 - ჯერ

სად წავა ბუფონი? ჯიჯის დიდი არჩევანი აქვს

ჯანლუიჯი ბუფონი სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსს“ დატოვებს, მაგრამ ჯერ უცნობია დაასრულებს თუ არა კარიერას. შედეგად, იტალიური მედია უკვე წერს იმ კლუბების შესახებ, რომელშიც შეიძლება 43 წლის მეკარე გადაბარგდეს.

ერთ-ერთი ვარიანტი კატალონიის „ბარსელონაა“. Tuttosport-ის ცნობით, ესპანური კლუბი ბუფონის მსურველთა შორისაა, მაგრამ ერთადერთი არ არის. ასევე საუბარია კიევის „დინამოს“, ლისაბონის „სპორტინგის“, პირეოსის „ოლიმპიაკოსის“, „მონაკოს“, სტამბოლის „გალათასარაის“, "ჯენოას" (რომელსაც ბავშვობაში ქომაგობდა), ფრანგული „მონაკოსა“ და MLS-ს შესახებ, ხოლო ბერგამოს "ატალანტას" 43 წლის კიპერმა უარი განუცხადა.

ჯიჯიმ BeIN Sport-ს განუცხადა, რომ 30 ივნისს „იუვეს“ დატოვებს, მაგრამ ჯერ არ იცის დაასრულებს თუ გააგრძელებს კარიერას. როგორც მან აღნიშნა, თუ ცხოვრების ახალი გამოცდილებისა და სტიმულის მომცემ წინადადებას მიიღებს, განიხილავს.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წლიდან თამაშობდა, 2018 წელს კლუბი დატოვა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა. „იუვეში“ ლეგენდარულ კიპერს 683 თამაში აქვს ჩატარებული და ამ კუთხით მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:23 | 13.03.2016
araza-1918 (6330)

ჯიქიას აღდგენის პერიოდი აქვს ტრამვის შემდეგ

20:51 | 12.03.2016
samtrediel (8001)

ვუყურე ამ თამაშს, ჭანტურია ბევრ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, თავისი ტექნიკით. თUმნცა მე მეეჭვება მაგან დიდი ფეხბურთი ითამაშოს.ეს ბიჭი ხულიგნის მენტალიტეტიდან კიდევ ვერ გამოვიდა. ძაან მაღალ ფეხებზე იდგა, ოდნავ წინააღმდეგობაზეც "ხიპიშს" იწყებდა, ის ყვითელი ბარათიც აბსოლიტურად უაზროდ მიიღო, გაბრაზებულზე ბურთის გადაგდების გამო.

01:00 | 13.03.2016
lado (1613)

ართმევისას დააჯარიმეს და იმიტომ მიიღო ყვითელი

19:55 | 12.03.2016
Shevche (15054)

ჯიქიას თამაშს ვუყურე დღეს, სპარტაკთან. რა უნდა მაგას ნაკრებში, ნამდვილი ქაჯია
შემოვიდა და წააგებინა გუნდს.

19:41 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალა კობი გაიღვიძეთ. ჩვენმა რაგბისტებმა ღრუსებს მოუგეს ყაზახეთანდე 17 დღე..გაფართოებული 40 კაციანი სია. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.076231
2416