ფეხბურთი

18:05 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუერომ დავიდ სილვას რეკორდი გააუმჯობესა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ დავიდ სილვას რეკორდი გააუმჯობესა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ქალაქელთა“ რიგებში მე-15 ტიტული მოიგო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა.

აქამდე, ეს შედეგი ესპანელ დავიდ სილვას ეკუთვნოდა, რომელმაც „სიტიში“ 14 ტროფეი დაისაკუთრა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ინგლისის ლიგის თასისა და პრემიერლიგის მოგების შემდეგ კუნმა მას გადაასწრო.

სამხრეთ ამერიკელმა ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, ექვსჯერ ინგლისის ლიგის თასი და სამჯერ ინგლისის სუპერთასი. ამასთან, სერხიოს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს. აგუერო მიმდინარე სეზონის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს.

რაც შეეხება დავიდ სილვას, ახლა უკვე „სოსიედადის“ ნახევარმცველმა ინგლისურ კლუბთან ერთად ოთხჯერ პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი და სამჯერ ინგლისის სუპერთასი მოიპოვა.

0.117603