ფეხბურთი

2:16 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში "ბარსელონასთან" ითამაშა

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ლევანტეს“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშა.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 90-ე წუთზე ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად გამოჩნდა და მინდორზე მსაჯის მიერ კომპენსირებული წუთები გაატარა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მთავარი გუნდის მაისურით მეოთხე თამაში ჩაატარა („ბეტისთან“ და „ბარსელონასთან“ ლა ლიგაში, „მურსიასთან“ და „პორტუგალეტესთან“ სამეფო თასზე) და 1 გოლი გაიტანა, სამეფო თასზე „მურსიასთან“. ისიც გავიხსენოთ, რომ ქოჩორაშვილს ლა ლიგაში დებიუტი ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს „ბილბაოსთან“ ჰქონდა.

რაც შეეხება თამაშს, „ბარსელონამ“ პირველი ტაიმი ლიონელ მესისა და პედრის გოლებით 2:0 მოიგო, მაგრამ 57-ე და 59-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა. 64-ე წუთზე უსმან დემბელემ ისევ კატალონელები დააწინაურა, თუმცა 83-ე წუთზე სერხიო ლეონმა კვლავ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

„ბარსელონამ“ ამ ფრით საჩემპიონო შანსი ძალიან შეიმცირა, რადგან „ატლეტიკოს“ ქულით კი ჩამორჩება და „რეალს“ ასევე ქულით გაასწრო, მაგრამ ორივეს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.199758