ფეხბურთი

21:40 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებთან ახლოსაა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს-დიტერ ჰლიკი უახლოვდება. „ბუნდესნაკრების“ დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა დაადასტურა, რომ „ბაიერნის“ ჯერ კიდევ მოქმედ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

„მე მჯერა მისი და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრები მისთვის. ჩვენ განზრახ არ გავაძლიერეთ დისკუსია, სანამ „ბაიერნმა“ ტიტული არ მოიგო, მაგრამ ახლა ამის გაკეთება შეგვიძლია. გვინდა, რომ ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდეს“, - თქვა ბირჰოფმა.

ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრებს კარგად იცნობს და იოაჰიმ ლიოვის ასისტენტად წლების განმავლობაში მუშაობდა. მოსალოდნელია, რომ ფლიკი გერმანიის ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ჩაიბარებს. ფლიკმა „ბაიერნში“ 2019 წლიდან 7 ტიტული მოიგო, მათ შორის, ორჯერ ბუნდესლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

შეგახსენებთ, იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს და 2006 წლის შემდეგ გერმანელთა მთავარ საფეხბურთო გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118513