ჩოგბურთი

17:59 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს პირველივე წრეში, 1/32 ფინალში გამოეთიშა. ქართველი მასპინძელ მატეო ბერეტინის გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ნიკოლოზმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი სეტი ორი ბრეიკის წყალობით 5:4 მოიგო, თუმცა, შემდეგ უპირატესობა გაანიავა. მეორე სეტმა იტალიელის უპირატესობით ჩაიარა, ორჯერ იმარჯვა ბასილაშვილის ჩაწოდებაზე და სეტში ადვილად, 6:2 მოიგო. ამრიგად, ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, რომელიც 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 4:6 დათმო. გადამწყვეტი მეათე გეიმი გამოდგა - ნიკოლოზმა 4:5-ზე თავისი ჩაწოდება წააგო და შეხვედრაში მარცხიც განიცადა.

ბასილაშვილმა რეიტინგი მეცხრე ნომერს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მისი ბარიერი ვერ დაძლია და რომში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. ჩვენებურმა 4 ეისი შეასრულა და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც ბერეტინიმ, მაგრამ სამაგიეროდ, იტალიელს 12 ეისი ჰქონდა.

მატეო ბერეტინი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:1 (4:6, 6:2, 6:4)

0.11138