ფეხბურთი

14:19 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვან ბასტენი - ვან დე ბეკზე: „თავი უკვე დიდი ბიჭი ეგონა“

ნიდერლანდული ფეხბურთის ლეგენდა, „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი, მარკო ვან ბასტენი, ჟურნალისტებს თანამემამულის, დონი ვან დე ბეკის „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის შესახებ ესაუბრა. მოგეხსენებათ, ვან დე ბეკი მანკუნიანელთა ძირითადი შემადგელობის ფეხბურთელი ვერ გახდა.

„ეს კარგად აჩვენებს, როგორი ბედნიერი ცხოვრება ჰქონდათ მათ „აიაქსში.“ დონიმ წარმოიდგინა, რომ უკვე დიდი ბიჭია და სხვა ქვეყანაშიც შეძლებს წარმატების მიღწევას. თუმცა, ნიდერლანდებშიც მშვენიერი ჩემპიონატია. „აიაქსში“ ყოველთვის გეხმარებიან, განსაკუთრებით როცა „ათიანის“ პოზიციაზე თამაშობ. ხშირად გვინახავს, მოთამაშეები წასულან ამ გუნდიდან საზღვარგარეთ და მერე სულ სხვა ისტორია დაწყებულა.

თუმცა, მჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს. როცა უცხოურ კლუბში გადადიხარ, თავის განსაკუთრებით გამოჩენა უნდა შეგეძლოს. მაშინ გუნდში იფიქრებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ და შენთან ერთად გამარჯვება შეიძლება.“ - ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს Ziggo Sport.

შეგახსენებთ, რომ ვან დე ბეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა „აიაქსიდან“. სატრანსფერო თანხამ 44 მილიონი ევრო შეადგინა.

0.108992