ნაცუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გოგრაძემ. ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.
ეს ტოჩისა და იაპონელის 23-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი ლევანის მხარესაა - 13 მოგება და 10 მარცხი.
გორგაძეს წლის მესამე სუპერტურნირზე 1 მოგების საწინააღმდეგოდ 2 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა.