ფეხბურთი

10:52 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტოს დილემა: მისი გუნდი სერია A-ში აღზევდა, მაგრამ ამის გამო ვალდებულია გაყიდოს

იტალიის სერია A-ში „სალერნიტანა“ დაბრუნდა, მაგრამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კლუბი უნდა გასხვისდეს. საქმე ისაა, რომ სალერნოული გუნდი კლაუდიო ლოტიტოს მფლობელობაშია, რომელიც ამავდროულად რომის „ლაციოს“ მეპატრონეა.

იტალიაში არსებული რეგულაციით კი, დაუშვებელია სერია A-ში ითამაშოს ორმა გუნდმა, რომელსაც ერთი და იგივე კომპანია ან პირი მართავს. კლუბს ტექნიკურად მარკო მეძარომა და ენრიკო ლოტიტო მართავენ - კლაუდიოს სიძე და შვილი, მაგრამ მის „ლაციოს“პრეზიდენტის მფლობელობაშია და ვალდებულია უახლოეს 30 დღეში გუნდი გაყიდოს. ცხადია, ლოტიტოს შეუძლია "სალერნიტანა" შეინარჩუნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული იქნება "ლაციო" გაასხვისოს, მაგრამ ამის ალბათობა თითქმის ნულოვანია.

„ყველამ იცის, რომ „ლაციოს“ და „სალერნიტანას“ ერთი მფლობელი ჰყავთ და კონტროლის მსგავსი სიტუაცია ვერ შენარჩუნდება მხოლოდ სარეგისტრაციო ჯარიმით. ლოტიტომ და „სალერნიტანამ“ 10 წლის წინ შეღავათი მიიღეს, მაგრამ წესი წესია და მისი პატივისცემა უნდა მოხდეს“, - თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ.

აქვე გეტყვით, რომ „სალერნიტანამ“ სერია B მეორე ადგილზე დაასრულა და იტალიის ელიტარულ ლიგაში 1998-1999 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. სალერნოელები სულ მესამად აღზევდნენ სერია A-ში 1946-1947 და 1997-1998 წლების სეზონების შემდეგ.

0.116429