ფეხბურთი

15:23 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა

„დინამო თბილისის“ ყოფილი ექიმი-ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო.

გაბიტაშვილი კლუბში „დინამოს“ ოქროს ხანაში მუშაობდა, როდესაც თბილისურმა კლუბმა 1981 წელს თასების თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მან მოგებული ფინალის ბურთი მთავარ მსაჯ რიკარდო ლატანცის ხელიდან გამოსტაცა და თბილისში ჩამოიტანა.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117178