ფეხბურთი

14:45 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო "იუვენტუსზე": "მოედანზე არ არსებობდა, სამარცხვინო კოლაფსია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსი“ „მილანთან“ (0:3) მატჩის შემდეგ გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს გუნდი უბრალოდ არ არსებობდა.

„სამარცხვინო კოლაფსი, იუვენტუსი პირველ ტაიმში არ არსებობდა. ის გავდა იმ გუნდს, რომელმაც მანამდე უდინეში ითამაშა, იდეების გარეშე. მილანმა თავისი წილი საქმე გააკეთა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

არანაირი აგრესია არ ყოფილა, ისინი მეტოქეს ელოდებოდნენ, როდესაც პრესინგის გაკეთება გახდა საჭირო, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბევრი შეცდომა ვნახე პასების დროს. მინდა, ორივე გუნდმა ჰკითხონ საკუთარ თავს - სუპერლიგის გუნდები არიან?“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი კითხვის ქვეშ უდგას. ტურინელები მომდევნო მატჩს ოთხშაბათს სტუმრად „სასუოლოსთან“ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128538