ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა ცურუგიშოს დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით აჯობა.
ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში ურთიერთშეხვედრებში ტოჩიმ მოგება-წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ გახსნა.
ამრიგად, ლევანს 1 მოგების საწინააღმდეგოდ 1 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 22-ჯერ შეხვედრია და 13 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვს.