სხვა

2:22 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მეორე ეტაპი ტიმ მერლიემ მოიგო, ლიდერი ისევ განაა

ბელგიელი ტიმ მერლიესთვის ჯიროზე დებიუტი წარმატებული გამოდგა - 28 წლის ველომრბოლმა, თავის კარიერაში პირველად მოიგო ველომარათონის ეტაპი. „ალპესინ-ფენიქსის“ მრბოლმა სხვებზე ადრე დაიწყო საფინიშო სპურტი და ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

ბოლო კილომეტრი რომ დაიწყო, სპრინტერების უმეტესობა, გამყოლი თანაგუნდელის გარეშე დარჩა, რამაც მათ საქმე გაურთულა. უფრო მეტიც, კოლუმბიელ ფერნანდო გავირიას (UAE ტიმ ემირატსი), ვისაც ჯიროზე ხუთი ეტაპი აქვს მოგებული, თანამემამულე თანაგუნდელ ხუან სებასტიან მოლანოსთან მოუვიდა შეჯახება. ბედად, ორივე ტრავმას გადაურჩა და გავირია 24-ე შედეგს დასჯერდა.

მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა სლოვაკი პეტერ შაგანი (ბორა-ჰანსგრო), ავსტრალიელმა ქალებ ევანსმა (ლოტო სუდალი) მხოლოდ ათეულში შესვლა მოახერხა. თუმცა ყველა მათგანს გამარჯვებულის დრო ჩაეთვალა, რადგან გამარჯვებულმაც და დანარჩენებმაც, რბოლა ძირითად ჯგუფთან ერთად დაასრულეს. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, იტალიელებმა, ჯაკომო ნიცოლომ (ქუბეკა) და ელია ვივიანიმ (კოფიდისი) დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ნიცოლომ ჯიროზე მეათედ დაიკავა მეორე ადგილი. ჯიროს ისტორიაში, მას ყველაზე მეტი მეორე ადგილი აქვს ისე, რომ ერთი ეტაპიც არ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110622