ფეხბურთი

1:08 | 10.05.2021 | ნანახია 2075 - ჯერ

„მილანმა“ „იუვენტუსი“ სტუმრად გაანადგურა

სენსაციას ვერ დავარქმევთ, მაგრამ „იუვენტუსის“ გულშემატკივრები, ალბათ მსგავს კოშმარს ვერ წარმოიდგენდნენ, თანაც ასეთ პრინციპულ მატჩში. „მილანმა“ გაანადგურა „ბებერი ქალბატონი,“ ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის საგზურისაკენ. „იუვენტუსი“ კი მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა და ახლა სასწაული თუ უშველის საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად.

არადა, პირველ ტაიმში საგანგაშო თითქოს არაფერი გახლდათ. მინდორზე ბრძოლა უფრო მეტი იყო ვიდრე ფეხბურთი. თუმცა, ბოლოს გოლი მაინც გავიდა: დიასმა შჩესნის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

ცხადია, მასპინძლებს ასეთი ვითარება ხელს არ აძლევდათ და შესვენების შემდეგ უფრო აგრესიულად ათამაშდნენ. სტუმრებს კი კონტრშეტევების საშუალება მიეცათ. 58-ე წუთზე კესის შეეძლო მილანელთა დაწინაურება, მაგრამ უხეიროდ დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

66-ე წუთზე ისევ მიიღო ტრავმა იბრაჰიმოვიჩმა და ის რებიჩმა შეცვალა. სწორედ ხორვატმა შემტევმა დააწინაურა სტუმრები, რებიჩმა ეფექტური გოლი გაუტანა შჩესნის.

წერტილი კი ინგლისელმა ტომორიმ დასვა - 0:3.

და რონალდუ? პორტუგალიელი საერთოდ არ ჩანდა მინდორზე.

საერთოდ, ტური უხვგოლიანი გამოდგა. „რომამ“ 5 უპასუხო ბურთი გაუტანა „კროტონეს.“ „პარმამ“ და „ატალანტამ,“ სულაც შვიდგოლიანი თრილერი გამართეს, რომელიც ბერგამოელთა გამარჯვებით დამთავრდა - 2:5.

იტალია

სერია A. 35-ე ტური. 9 მაისი

იუვენტუსი - მილანი 0:3

ტურინი. „ალიანც სთედიუმი“

0:1 დიასი (45+1), 0:2 რებიჩი (78), 0:3 ტომორი (82)

58-ე წუთზე კესიმ ვერ გაიტანა პენალტი

იუვენტუსი: შჩესნი, სანდრო, კიელინი, დე ლიხტი, კუადრადო, ბენტანკური (კულუსევსკი 67), რაბიო, მაკენი, კიეზა (დიბალა 79), რონალდუ, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

მილანი: დონარუმა, კალაბრია, კიერი, ტომორი, ერნანდესი, კესი, ბენასერი (დალოტი 82), დიასი (კრუნიჩი 70), სალემაკერსი (მეიტე 82), ჩალხანოღლუ, იბრაჰიმოვიჩი (რებიჩი 66)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: პაოლო ვალერი

გაფრთხილება: კიეზა (53), დიბალა (79); დიასი (59), სალემაკერსი (76)

რომა - კროტონე 5:0

1:0 მაიორალი (47), 2:0, 3:0 პელეგრინი (70, 73), 4:0 მხითარიანი (78), 5:0 მაიორალი (90)

პარმა - ატალანტა 2:5

0:1 მალინოვსკი (12), 0:2 პესინა (52), 0:3 მურიელი (77), 1:3 ბრუნეტა (78), 1:4 მურიელი (86), 2:4 ზომი (88), 2:5 მირანჩუკი (90+3)

ჯენოა - სასუოლო 1:2

0:1 რასპადორი (14), 0:2 ბერარდი (66), 1:2 ძაპაკოსტა (85)

ვერონა - ტორინო 1:1

0:1 ვოივოდა (86), 1:1 დიმარკო (88)

ბენევენტო - კალიარი 1:3

0:1 ლიკოიანისი (1), 1:1 ლაპადულა (16), 1:2 პავოლეტი (64), 1:3 პედრო (90+2)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:46 | 10.05.2021
O. Mertskhali (8101)

მსგავსი რამ, რომ ბარსელონას დამართნოდა, წარმომიდგენია რა ამბავი იქნებოდა ატეხილი.. )))
აქაც ჩანს, დიამეტრალური განსხვავება ამ ორ 'მოვლენას' (მესის და რონალდუს ვგულისხმობ) შორის - ანუ ის, თუ რამდენად იმპერატიულია ერთი და რამდენად მარკეტინგულია მეორე..

15:34 | 10.05.2021
Kobe Bean (21670)

პირლო მილანის ფანია)))

10:32 | 10.05.2021
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

სუ გაააფარჩაკა იუვენტუსი ამ სირნალდომ

07:34 | 10.05.2021
romeoromeo1989 (79)

იუვეს ლიგაზე არ გასვლის შემთხვევაში იუვე არ ყიდულობდა ხვიჩას თუ ხვიჩა არ გადადიოდა იუვეში?

05:22 | 10.05.2021
dinamo222 (8587)

ანუ იუვე ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გადის და ხვიჩასაც აღარ იყიდიან ?

0.075352