ფეხბურთი

23:33 | 9.05.2021 | ნანახია 796 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში

უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" სტუმრად "დიოშგიორს" დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ფორვარდი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და 79-ე წუთზე გოლი გაიტანა. ბუდუმ ანგარიში 3:0 გახადა.

27 წლის ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის სეზონი 30 მატჩში 9 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა, გარდა ამისა, 3 გოლი უნგრეთის თასზეც გაიტანა, სადაც მისი გუნდი ფინალში დამარცხდა. "ფეჰერვარმა" სეზონი 56 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპის კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063924
796