კვირას ბუნდელიგის 32-ე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა: „კიოლნმა“ შინ „ფრაიბურგთან“ 1:4 წააგო, „აინტრახტი“ „მაინცს“ დაუზავდა (1:1), ხოლო „ჰერტა“ – „არმინიას“ (0:0).
ამისდაკვალად, ცხრილის ბოლოში ისევ ძალიან დაძაბული ვითარებაა. „შალკე“ უკვე გავარდნილია, აი, „ჰერტას,“ „ვერდერსა“ და „არმინიას“ კი თანაბარი 31-31 ქულა მოუგროვდათ და დარჩენილ ორ ტურში დიდი ბრძოლა მოუწევთ ელიტაში დასარჩენად. შევნიშნავთ, რომ „ჰერტას“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს.