უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადატანის ვარიანტებს განიხილავს, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ ჩელსი“ შეხვდებიან. ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი ლონდონის „უემბლია“ - გვამცნობს New York Times.
ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია. თუკი წლევანდელი ფინალი ინგლისში გაიმართება, კომპენსაციის სახით უეფა მზადაა 2022-23 წლის გადამწყვეტი შეხვედრა მიუნხენის ნაცვლად სტამბოლს დაუთმოს, სადაც უნდა გამართულიყო 29 მაისს ტურნირის ფინალი.