ჩოგბურთი

10:25 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფა კვლავ შეუძლოდაა

რაფა ნადალი დიდხნიანი პაუზის შემდეგ კორტს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაუბრუნდა, სადაც მეოთხედფინალში სლოვაკ მარტინ კლიჟანთან დამარცხდა. მალიორკელის მომდევნო შეჯიბრება შანხაის ტურნირია, თუმცა, რეიტინგსიის მეორე ნომერმა შესაძლოა ასპარეზობაში ჩართვა ვერ მოახერხოს.

ამჯერად რაფას ხელი კუჭ-ნაწლავის ვირუსმა დარია და ამის გამო მან შანხაიში საჩვენებელი ვარჯიში ვერ ჩაატარა. ნადალის ავადმყოფობის შესახებ ჟურნალისტებს მისმა მწვრთნელმა ფრანსისკო როიგმა აუწყა და ისიც დაამატა, სავარაუდოდ რაფას საასპარეზო გრაფიკიც შეიცვლებაო.

0.127984