ფეხბურთი

1:06 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ვერ იპირველა

„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ შეხვედრას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. წარმატების შემთხვევაში, კატალონიელებს თავად შეეძლოთ ლიდერის შეჩერება და ცხრილის სათავეში მოქცევა. მინიმუმ „რეალი“ – „სევილიას“ მატჩამდე, რომელიც კვირას გაიმართება. „ატლეტიკო“ კი, კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამდა ჩემპიონობისკენ.

ვერცერთმა გაიმარჯვა. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მარცხს არცერთი იმსახურებდა.

პირველ ნახევარში უფრო აქტიურები სტუმრები იყვნენ. „ბარსელონამ“ მოულოდნელად ერთობ ინერტულად ითამაშა.

სახიფათოდ დაარტყა ჯარიმიდინ ლუის სუარესმა. მერე ტერ შტეგენმა გადაარჩინა მასპინძლები, ლორენტეს ჩაწოდების შემდეგ, თავიდან ააცალა ბურთი იმავე სუარესს.

კატალონიელებმა კი პირველად მადრიდელები ტაიმის ბოლოს შეაწუხეს. უფრო სწორად, ლეო მესიმ ლამის მთელი მოწინააღმდეგე გუნდი მოატყუა, თუმცა, ობლაკმა ურთულესი ბურთი მოიგერია მარჯვენა კუთხეში.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა მოუმატეს და თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ობლაკმა მესის სახიფათო ჯარიმა მოიგერია. მერე შეცვლაზე დემბელე შევიდა და კინაღამ გმირიც გახდა. ფრანგმა ჯერ სახიფათო სტანდარტი გამოიმუშავა, შემდეგ კი ახლოდან თავით ურტყამდა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა ხარიხას.

ბოლოს ისევ მესის შეეძლო საჯარომოდან გატანა, მაგრამ სანტიმეტრებით ააცილა კარს ბურთი.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. კიდევ რამდენიმე ტურია დარჩენილი და ის გუნდი იჩემპიონებს, ვინც ამ სიძნელეებს სხვაზე უკეთ გადალახავს.“ - თქვა შემდეგ „ატლეტიკოს“ მეკარე ობლაკმა.

ესპანეთი

პრიმერა. 35-ე ტური. 8 მაისი

ბარსელონა - ატლეტიკო 0:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი (დემბელე 75), მინგესა (არაუხო 46), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (მორიბა 32), დე იონგი, პედრი (რობერტო 75), მესი, გრიზმანი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ერმოსო, კარასკო, კოკე, ლორენტე, ლემარი (საული 13, ფელიში 67), კორეა (კონდოგბია 73), ლუის სუარესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ანტონიო ლაოსი

გაფრთხილება: მორიბა (58), ალბა (82), პიკე (83); საული (35), ფელიპე (46), კოკე (65)

ალავესი - ლევანტე 2:2

1:0 პონსი (30), 1:1, 1:2 მორალესი (36, 42), 2:2 ხოსელუ (87)

კადისი - უესკა 2:1

1:0 მაურო (43), 1:1 მირი (45+1), 2:1 სილვა (45+2 საკ. კარში)

ბილბაო - ოსასუნა 2:2

1:0 მორსილიო (1), 1:1 ბრაშანაცი (12), 2:1 სანსეტი (62), 2:2 ბუდიმირი (89)

0.114625