ფეხბურთი

18:26 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი მომავალზე: "არ ვაპირებ "რეალისთვის" პრობლემად ვიქცე"

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანმა დატოვოს. „სევილიასთან“ მატჩის წინ ფრანგმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მომავალზე არ ფიქრობს და აწმყოზეა ორიენტირებული, მაგრამ კლუბისთვის პრობლემის შექმნას არ აპირებს.

„კონცენტრირებული ვარ სეზონის ფინიშზე, შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, მარტივად მოვიქცევი მადრიდის „რეალში“, კლუბში, რომელმაც ყველაფერი მომცა. მე არ მსურს რაიმე სახის პრობლემა შევქმნა, ამიტომ, მომდევნო ოთხ თამაშზე ვფიქრობ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.

არ ვიცი, ვარ თუ არა ამ გუნდისთვის შესაფერისი მწვრთნელი, მაგრამ დღეს აქ ვარ და მინდა ვისიამოვნო თითოეული მომენტით, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ სპეციალისტს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ხშირად ვრცელდება ცნობა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. „რეალში“ ზიდანის შემცვლელთა შორის ყველაზე რეალურ ვარიანტად მასიმილიანო ალეგრი სახელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118973