ფეხბურთი

17:25 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურამ" ინგოროყვას დუბლით სამტრედიაში ქულა მოიპოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სამტრედიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

თამაშს ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა. პირველში გია ცეცაძის გუნდი გაცილებით უკეთესი იყო, მეორეში - გიორგი შაშიაშვილის. იმერლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ანგარიში რუხაძემ გახსნა, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე კობახიძემ ქობულეთელთა კარი მეორედ დალაშქრა.

თუმცა, „სამტრედიამ“ ნაანტრაქტევს მოპოვებული სერიოზული უპირატესობა ქარს გაატანა. „შუქურას“ რიგებში დიდებული იყო ლევან ინგოროყვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. აჭარელთა შემტევმა ორივე შემთხვევაში სტუმართა დაცვის ცენტრში არსებული სივრცეებით ისარგებლა და ორჯერვე თავით გაიტანა.

საბოლოოდ 2:2 და „სამტრედიას“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ გია ცეცაძის გუნდს მაინც მოსამატებელი აქვს, რადგან 9 ქულით მერვე ადგილზეა. „შუქურამ“ კი 12 ტურში 14 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციას იკავებს.

„სამტრედია“ – „შუქურა“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 რუხაძე (9), 2:0 კობახიძე (45), 2:1 ინგოროყვა (54), 2:2 ინგოროყვა (74)

0.111481