ფეხბურთი

15:22 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა", "ბარსამ" და "იუვემ" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: "მიუღებელი მუქარა და ზეწოლა მივიღეთ"

მადრიდის „რეალმა“, „ბარსელონამ“ და ტურინის „იუვენტუსმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უეფას გადაწყვეტილებას უპასუხეს. მოგეხსენებათ, უეფამ 9 კლუბი დააჯარიმა და დაადასტურა, რომ მათ სუპერლიგა დატოვეს.

მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ არიან კლუბები, რომლებიც უეფასთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ და ამიტომაც, განცხადება გაავრცელეს.

„დამფუძნებელმა კლუბებმა განიცადეს და განიცდიან მესამე მხრიდან მიუღებელ ზეწოლას, მუქარას და შეურაცხყოფას, რათა უარი თქვან პროექტზე და შესაბამისად, უარი თქვან თავიანთ უფლებაზე და პასუხისმგებლობაზე, კონკრეტული წინადადებისა და კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით მიაწოდონ გადაწყვეტილებები საფეხბურთო ეკოსისტემას. კანონის უზენაესობის მიხედვით ეს მიუღებელია და სასამართლოებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება სუპერლიგის სასარგებლოდ. ფიფამ და უეფამ პირდაპირ ან მათი შვილობილი კომპანიების საშუალებით თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უშლის ამ ინიციატივას. მიმდინარეობს სამართალწარმოება.

12 დამფუძნებელი კლუბი იზიარებდა და იგივე შეშფოთებას გამოთქვამდა ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში. საჭიროა სტრუქტურული რეფორმები იმისთვის, რომ ჩვენი სპორტი დარჩეს მიმზიდველი და გრძელვადიანი გახდეს. ამ მიზნით 18 აპრილს მათ განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან სუპერლიგა და შექმნან კომუნიკაციური არხი უეფასა და ფიფას მხარეებთან თანამშრომლობისთვის კონსტრუქციული გზით, რის შესახებაც თითოეულმა მათგანმა ინფორმაცია იმავე დღეს მიიღეს.

დღევანდელი საფეხბურთო სტრუქტურებისა და ეკოსისტემის უდიდესი პატივისცემით დამფუძნებელი კლუბები პირდაპირ შეთანხმდნენ, რომ სუპერლიგა ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასეთი შეჯიბრი აღიარებულია უეფასა და ფიფას მიერ, ან მოქმედი კანონების ადა რეგულაციების შესაბამისად, შიდა ჩემპიონატებში მონაწილეობით. ამის მიუხედავად, ზემოხსენებული პირობებისა, უეფამ და ფიფამ დღემდე უარი განაცხადეს რაიმე სათანადო საკომუნიკაციო არხის შექმნაზე.

12-მა დამფუძნებელმა კლუბმა ასევე აღიარა, რომ სუპერლიგა უნიკალური შესაძლებლობაა საუკეთესო სანახაობა შესთავაზოს გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში და გააგრძელოს გლობალური ინტერესი სპორტის მიმართ, რომელიც ახალ თაობაში შემცირებულია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ქალთა ფეხბურთის გლობალური პოპულარიზაცია.

სინანულით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მეგობრები და სუპერლიგის პროექტის დამფუძნებელი პარტნიორები აღმოჩნდნენ ასეთ არათანმიმდევრულ და წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში, რადგან გუშინ ხელი მოაწერეს უეფასთან არაერთ ვალდებულებას. ამასთან, არსად გამქრალა ის ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც 12-მა კლუბმა სუპერლიგასთან გააფორმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიაში, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები დაინტერესებული მხარეების ადა გულშემატკივრების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ ფეხბურთის საკეთილდღეოდ და სექტორის ფინანსური მდგრადობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და დაჟინებით ვეძებოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები მიუხედავად უეფას მხრიდან მიუღებელი, მუდმივი ზეწოლისა და მუქარისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ გავლენიანი გამოცემების ცნობით, უეფა სამივე კლუბის მკაცრად დასჯას აპირებს და უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებს „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და “რეალის“ ევროთასებიდან მინიმუმ 2 წლით მოკვეთას. მიუხედავად ამისა, ესპანური და იტალიური გრანდები უკან არ იხევენ და დარწმუნებულნი არიან, რომ უეფას მათი დასჯის ბერკეტი არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111952