ფეხბურთი

12:08 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაული გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა შესაძლოა ზაფხულიდან ფრანკფურტის „აინტრახტი“ ჩაიბაროს. გერმანული მედიის თანახმად, ფრანკფურტელები ესპანელი მწვრთნელის კანდიდატურით დაინტერესებულნი არიან.

„აინტრახტს“ სეზონის ბოლოს ადი ჰიუტერი დატოვებს და რაულიც მის შემცვლელად განიხილება. ესპანელი ამჟამად მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში მუშაობას და სხვათა შორის, მას ზინედინ ზიდანის მემკვიდრედაც მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რაულს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს და წლების განმავლობაში გელზენკირხენის „შალკეს“ ღირსებას იცავდა, ახლა კი შესაძლოა სამწვრთნელო კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გერმანიაში გადადგას.

0.135661