ფეხბურთი

10:25 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი პსჟ-ს კონტრაქტზე შეუთანხმდა და სეზონში 36 მილიონ ევროს მიიღებს!

ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდება.

წყაროს თანახმად, ნეიმარი პსჟ-სთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში ხელფასის სახით 36 მილიონ ევროს მიიღებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2022 წელს ეწურებოდა, თუმცა შეთანხმების შემდეგ კარიერას ისევ საფრანგეთში გააგრძელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ-ს მიზანია ნეიმარის შემდეგ კონტრაქტი ამჯერად კილიან მბაპეს გაუხანგრძლივოს და სპორტული დირექტორი ლეონარდო ფრანგ შემტევთან დაიწყებს მუშაობას.

შეგახსენებთ, ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა და მას მერე 112 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი.

თეგებინეიმარიპსჟ
0.14459