ფეხბურთი

23:00 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად ლაკაზეტი დაასახელეს

ფრანგი თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი გულშემატკივრებმა ლონდონის "არსენალის" აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლაკაზეტიმ გამოკითხვაში ხმების 60 პროცენტი მიიღო. ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ თვეში ხუთი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. სულ მიმდინარე სეზონში ლაკაზეტიმ 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113674