მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში ალექსანდრ ზვერევმა ტურნირის პირველი ნომერი რაფაელ ნადალი 6:4, 6:4 დაამარცხა და აღნიშნული მასტერსის ნახევარფინალში მეორედ გავიდა. გერმანელმა ჩოგბურთელმა ესპანელი ზედიზედ მესამედ დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩენა ორამდე (3-5) დაიყვანა.
კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა დიმონიკ თიმსა და ჯონ იზნერს შორის, სადაც საუკეთესო ავსტრიელი აღმოჩნდა. თიმმა ამერიკელი 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ზვერევს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ წყვილს შორის აქამდე 10 მატჩი გაიმართა, საიდანაც რვა ავსტრიელმა მოიგო. გრუნტის საფარზე ავსტრიელი 4:1-ს იგებს. თიმსა და ზვერევს შორის ბოლო მატჩი ამერიკის ღია პირველობაზე გაიმართა, სადაც ფინალში ავსტრიელმა გერმანელი დაამარცხა.