ფეხბურთი

22:08 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე კავანი გამოარჩიეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ურუგვაელს კონკურენციას ბრიან კრისტანტე, რაულ ალბიოლი და პაბლო მარი უწევდნენ.

ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომასთან" 2:3 დამარცხდა, ხოლო ედინსონმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. კავანმა კარისკენ სამჯერ დაარტყა, ხოლო თამაშგარე სიტუაციაში სამჯერ მოხვდა. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე 34 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114041