ალჟირის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი რიად მაჰრეზი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მაჰრეზს კონკურენციას რუბენ დიასი, ნ`გოლო კანტე და კაი ჰავერცი უწევდნენ. "პარი სენ ჟერმენთან" მოგებულ (2:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში რიადმა ყველა ტურნირზე ჯამში 45 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.