მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, ამ სეზონში მეოთხე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - მადრიდის ღია პირველობის ნახევარფინალში, ესპანელ პაულა ბადოსას 6-4, 6-3 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ბელარუს არინა საბალენკას დაუპირისპირდება.
ბადოსა ის ჩოგბურთელია, ვინც ახლახანს, ჩარლსტონის ტურნირის მეოთხედფინალში, ბარტის მოულოდნელი მარცხი აწვნია. მაგრამ მადრიდის ტურნირზე უაილდ ქარდთ მოხვედრილმა, ამჯერად სენსაცია ვერ გაიმეორა. ავსტრალიელმა შეხვედრის განმავლობაში, თამაშიდან 30 ქულა დააგროვა და თიხნარზე ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოიგო.
სხვათა შორის, ბადოსა პირველი ესპანელი ჩოგბურთელი ქალია, ვინც მადრიდის ღია პირველობის ნახევარფინალს მიაღწია. თავიდან ის ტიტულოვან მეტოქეს კარგად დაუხვდა, მაგრამ მეათე გეიმში, როცა 4-5 აგებდა, საკუთარ მოწოდბაზე გეიმი დათმო. მან ორი სეტ პოინტის მოგერიება კი მოახერხა, მაგრამ მესამეზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და სეტი ბარტის ჩააბარა.
ავსტრალიელმა, ვინც აპრილში შტუტგარტის ტურნირზე, ერთეულებშიც და წყვილებშიც შეძლო ტიტულების მოპოვება, მეორე სეტის დასაწყისში, მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა. მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და უპირატესობა აღარც დაუთმია.
საფრანგეთის ღია პირველობის 2019 წლის გამარჯვებული პირველად გავიდა მადრიდის ღიას ფინალში. ამ სეზონში მას უკვე 25 მოგება დაუგროვდა (3 წაგებასთან ერთად).
რაც შეეხება მის მორიგ მეტოქეს, საბალენკამ „თავის“ ნახევარფინალში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა 6-2, 6-3 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ნაკრებში დაამატონ... ძალიან მიხარია გიოს წარმატება მაგრამ ნაკრებში მოხვედრა სტაბილური შრომის და ფორმის მერე უნდა ხდებოდეს
მაგრად გაუმართლა "დუისბურგს"! ჭანტურია მაგარი ფეხბურთელი დადგება!
ტორეს ნუ თარსავ თუ ძმა ხარ ძლივ რაღაც ნორმალურ კლუბში გაიჩითა
მაგრად გაუმართლა "დუისბურგს"! ჭანტურია მაგარი ფეხბურთელი დადგება!
იმედია დაადგა საშველი და ნახა გუნდი სადაც გააგრძელებს განვითარებას.
კლასი ამას აქვს, ვაკოს და ოქრიაშვილს, რაც ძალიან დეფიციტურია ჩვენს ფეხბურთში დღეს.
Erovnuli-Nakrebi (4508) უხერხული ნამდვილად არაა...გელაშვილმაც თავისი გოლი პირველივე თამაშში გაიტანა ბოხუმში და თან მანაც გადამწყვეტი და თან მანაც ძალიან ლამაზი
მტრენერს გუდავს სურათზე? :დ
გიო ქართული ფეხბურთის მომავალი და იმედია. კვალიფიციური მწვრთნელის ხელში ათამაშდება. წარმატებები.
ჭანტურია ანანიძე მჭედლიძე ყენია დაგვაკლდებიან
საღოლ! ნეტა ძაან დიდი სიხშირით გაიტანდეს გოლებს. ვინმემ ხომ უნდა ივარგოს ბოლოსდაბოლოს ჩვენგან.
federer (17)
და ერთ კლუბში დიდხანს იყოს
ძალიან კარგია რომ გატანა და იმედია კიდევ არაერთხელ გამოიჩენს თავს, მთავარია საკმარისი დრო ქონდეს სათამაშოთ
სულ სხვა რამეს ეხება და ერთ-ორი "ტკბილი" სიტყვის თქმა მინდა
გერმანია ამისთვის იდიალური ვარინტია, თუ რაიმე აკლია დისციპლინაა...მთავარია ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ქონდეს, იმედია შემდეგ გოლს მომდევნო ტურშიც გაიტანს
წარმატებები....
მაგარი იყო BრAVO !!
მშვენიერი გოლია, ბრავო გიო! აბა შენ იცი, მასე გააგრძელე და ვისაც შენი წარმატება არ გაუხარდეს, იმის ხახაში გააკანკალა ბალოტელიმ თავისი "დიშლა"
ვინმემ ხო არ იცის გერმანიასთან შეუძლია ცხადაძეს ვინმეს დამატება განაცხადში? იქნებ დაამატოს წასვლა არ დაჭირდება დაელოდება იქ
კარგი ბიჭია და კიდევ უნდა მოუმატოს! გერმანია ზედგამოჭრილი იქნება მისთვის, დისციპლინის მხრივაც
რაც არ უნდა იძახოთ ჰეითერებმა მაინც მაგრად მევასება ცჰანტურა
აჰათ ლინკიცstripslashes((strlen('http://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news')>0?' http://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news':' http://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news'))
ნახეთ დაიდო უკვე აჭარასპორტზე
stripslashes((strlen('http://sport.adjaranet.com/videos/24576')>0?'http://sport.adjaranet.com/videos/24576':'http://sport.adjaranet.com/videos/24576'))
მეც ვნახე გოლი თამაშსაც მეორე ტაიმს ვუყურე, გოლი მთლიანად ჭანტურიას დამსახურებაა.ზანგმა სტენკა გაუთამასა მარა იმის მერე კიდევ 2 კაცი მოატყუა....
მართალია (შევჩე) ჭანტურიას, რომ შრომისმოყვარეობა და სტაბილურობა ქონოდა, აქამდე უკვე დიდ ფეხბურთს ითამაშებდა
ტორეს - გელაშვილი და ჭანტურიას შედარება ცოტა უხერხული ხომ არაა ? : D
ფეისბუქზე ვნახე მე გოლი დუისბურგის საიტზე დევს პროსტა მობით ვარ და ლინკს ვერ ვდებ
გელაშვილი სხვა შემთხვევაა. გელაშვილი გავარდნა ტიპია.
ჭანტურიას ეტყობა კლასი. ყოველთვის ეტყობოდა. თუნდაც გერმანიასთან რომ შემოვიდა, ვინც აკვირდებოდა, შეამჩნევდა, 2-3-ჯერ როგორ ტექნიკურად ითამაშა.
ამას სჭირდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება.
ეხლა ვერსად ვერ ვნახავთ გოოლს ძმებო?
ბიჭოოს ბიჭოოს, ეშველა ვითომ??? იმედია დაალაგებს აწი კარიერას და ამდენხნიან მოლოდინების გამართლებას დაიწყებს. წარმატებები.
იმედია ეგრე იქნება ამის იმედი იმიტო უნდა გქონდეს ადამიანს ვისაც ფეხბურთი უყვარს გაიგებს და მიხვდება, ამას ისეთი კლასნი იგრა შეუძლია ბევრ ქართველ ფეხბურთელს რო არც დაესიზმრება. უბრალოდ ზოგჯერ მოიკოჭლებს უთამაშებლობის გამო კლასით მესის გავს ძაან ეგრე იცის ბურთის ბზრიალი როგორც მესიმ და სწორედ ისეთი კომბინაცია გაათამაშა თანაგუნდელთან რო ბოლოს და ბოლოს თხარა საკაიფოდ ....................
ლინკი არ არის?
ხვალ დადებენ სავარაუდოდ
კარგია წარმატებები.. ეს ერთი და სხვა მრავალი
ნამდვილად კარგი გოლი იყო! ჯერ მთელი თამაში ველოდი, როდის გამოიყვანსთქო, მერე კი როდის შეაგდებსთქო. ისეთი თამაში იყო, რომ მჯეროდა გაიტანდა. იმედია უფრო მოუმატებს
მე კიდე როგორც კი ვნახე შეცვლა ჭანტურია როგორც კი შეიყვანა იქიდან დავიწყე ყურება მეც მიგრძნობდა გული კარგს მჯეროდა რო შეაგდებდა თან ლამაზ გოლს და 100 % ამიხდა ასე ამხდენოდეს ყველაფერი კარგი მე და თქვენც სუყველას ...
ვუყურებდი თამაშს და ისეთი კომბინაცია წამოიწყო მესისააქ ესეთი გატანილი კომენტატორმა გიორგი ჭანტურიას ქართველი მესი უწოდა გულშემატკივრები კიდე ჭანტურიას ყვიროდნენ მართლაც მაგარი ლამაზი გოლი გამოუვიდა ხვალ ალბათ დადებენ ვიდეოს და ნახეთ ...
კარგია იმედია არ მოდუნდება,თუ გახსოვთ გელაშვილმაც ესე დაიწყო ბოხუმში
მაგარი გოლი შეაგდო გიომ. ცოტა ხნით დაადუმებს ჰეითერებს
გამისწორდა, ჯანოს მერე ჭანტურია ყველაზე დიდი ტალანტია. ორივეს შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს.
1 მერცხლით მოვიდა გაზაფხული ჰო DDDDDDDDDDDDDDDDDD
აბა რაააააა........