ფეხბურთი

0:39 | 7.05.2021 | ნანახია 893 - ჯერ

აზარმა "რეალის" ფანებს მოუბოდიშა: "თქვენი შეურაცხყოფა არ მინდოდა"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ედენ აზარმა გუნდის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. როგორც ბელგიელმა სოციალურ ქსელში დაწერა, მას „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრების შეურაცხყოფა განზრახული არ ჰქონდა.

„ბოდიში. დღეს ჩემს შესახებ ბევრი მოსაზრება წავიკითხე. არ მინდოდა „რეალის“ გულშემატკივრების შეურაცხყოფა. ყოველთვის ვოცნებობდი მადრიდის „რეალში“ თამაშზე და აქ გამარჯვებისთვის მოვედი. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ერთად უნდა ვიბრძოლოთ ლა ლიგის მოსაგებად. ჰალა მადრიდ!“, - წერს ბელგიელი ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, აზარმა „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ (0:2) ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად იმხიარულა და დამარცხებული ფეხბურთელის ბრაზი ან მწუხარება სულაც არ ეტყობოდა. ამ ფაქტს „რეალის“ ფანების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და აზარი გააკრიტიკეს.

30 წლის ბელგიელი მადრიდულ გრანდში 2019 წელს გადავიდა და მას შემდეგ მხოლოდ 40 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:05 | 08.05.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სიცილის ვიდეოს გარეშეც ფაქტია რო აზარის ტრანსფერმა აზარალა რეალი

11:46 | 07.05.2021
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

რას იკრიჭებოდი შეჩემისავ პერესს შენი წონა ფული უზიხარ

0.12864