ფეხბურთი

23:27 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა: "კვარაცხელია დიდ კლუბში ითამაშებს, საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან"

რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ყაზანის „რუბინის“ ტულას „არსენალს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ გია გრიგალავამ, რომელიც „არსენალის“ წევრია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის დიდ კლუბში ითამაშებს.

„ძველი "დინამოდან" რომელი ფეხბურთელი ჰგავს კვარაცხელიას? მე არ მინახავს იმ დროინდელი „დინამო თბილისის“ სრული მატჩები, ვიცი, მხოლოდ ამონარიდებიდან და გადმოცემით. თუმცა, ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, დიდ კლუბში ითამაშებს. მინდა, ტრავმისგან უსწრაფესი გამოჯანმრთელება ვუსურვო. საერთოდ, საქართველოში ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელია. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან საქართველოში ალბათ, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები არიან“, - თქვა გრიგალავამ.

შეგახსენებთ, ტულას „არსენალი“ და ყაზანის „რუბინი“ 8 მაისს, დაუპირისპირდებიან. ხვიჩამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა და რამდენად მზად არის სათამაშოდ.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია. „რუბინი“ ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის და მეოთხე ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ გასავარდნი ზონის ზღვარზეა და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

0.124601