ფეხბურთი

22:23 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის მიხედვით

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, თერთმეტეული მთლიანად ფინალისტი გუნდებისგან დაკომპლექტდა.

თუმცა, „ჩელსის“ მოთამაშეები სჭარბობენ: შვიდი ოთხის წინააღმდეგ, მაგრამ მასში არ არის ნგოლო კანტე, რიის მიზეზიც ალბათ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის ქულების მიხედვით კომპლექტდება:

მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი)

მცველები: კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ტიაგო სილვა (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ბენ ჩილველი (ჩელსი)

ნახევარმცველები: მეისონ მაუნტი (ჩელსი), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელი: ტიმო ვერნერი (ჩელსი)

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 29 მაისს, „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ შეხვდება და მატჩი სტამბოლში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104874