ძიუდოს ყაზანის გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა. ნუგზარ ტატალაშვილმა მეორე საშეჯიბრო დღეს წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
73 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალამდე ჩეხი კეისეი ნაკანო, აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი და რუმინელი ალექსანდრ რაიცუ დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს აიუბ ხაძალიევთან თავად დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ვადზიმ შოკას გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ამავე წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ იასპარეზა, მაგრამ პირველივე წრეში ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 81 კგ წონით კატეგორიაში კი ვლადიმერ ახალკაცმა პირველივე შეხვერდაში ბელგიელ სამი ჩოუჩისთან მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიამიანი (60 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.