ძიუდო

16:28 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ ტატალაშვილი ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ძიუდოში ყაზანის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ნუგზარ ტატალაშვილს ფინალურ ბლოკში მედლამდე ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალამდე ჩეხი კეისეი ნაკანო, აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი და რუმინელი ალექსანდრ რაიცუ დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს აიუბ ხაძალიევთან თავად დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ვადზიმ შოკას გაეჯიბრება.

ამავე წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ იასპარეზა, მაგრამ პირველივე წრეში ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 81 კგ წონით კატეგორიაში კი ვლადიმერ ახალკაცმა პირველივე შევხერდაში ბელგიელ სამი ჩოუჩისთან მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიამიანი (60 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

0.118272