ფეხბურთი

15:27 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ აზარი ტრანსფერზე დააყენა?

„რეალის“ თავდამსხმელმა, ედენ აზარმა, შესაძლოა, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

El Chiringuito TV, თავის ოფიციალურ ტვიტერის გვედრზე გვამცნობს, რომ „სამეფო კლუბმა“ 30 წლის ბელგიელი უკვე დააყენა ტრანსფერზე.

აზარს მადრიდში საქმეები თავიდანვე არ აეწყო. არასრული ორი წლის განმავლობაში მან ათჯერ მიიღო ტრავმა და ხეირიანად არც უთამაშია.

ახლა თითქოს მწყობრში დგება, თუმცა სამშაბათ საღამოს ახალ ხათაბალაში გაეხვა. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „ჩელსისთან“ 0:2 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

„რეალის“ დირექტორმა, ხორხე ვალდანომ დასძინა: „პრობლემა დიდი ხანია არსებობს, ბენზემას შეტევაში დამხმარე სჭირდება. აზარი მისი მთავარი ასისტენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ...

ადამიანმა, რომელამც „ჩელსიში“ თავის ბოლო სეზონში 21 ბურთი გაიტანა, აქ ორ წელიწადში მხოლოდ ხუთჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ას სახუმარო არ არის.“

თამაშის შემდეგ აზარი თავის ყოფილ ჩელსელ თანაგუნდელებთან მივიდა და მათთან ოხუნჯობა დაიწყო. ამ სცენამ სრულიად „რეალის“ ფანები ჭკუიდან გადაიყვანა, ლიგიდან გავვარდით და შენ რა გიხარიაო.

„ის ერთი წუთითაც აღარ უნდა დარჩეს „რეალში!“ - დაიყვირა ღამის საფეხბურთო შოუს El Chiringuito-ს წამყვანმა. ორმა ყველაზე პრესტიჟულმა გამოცემამ - Marca-მ და AS-მა ბელგიელს თამაშის რეიტინგში შეფასება ნული დაუწერეს.

ერთ-ერთი მიმომხილველი აღნიშნავს: „ზიდანმა თამაშის სისტემა აზარს მოარგო. ვინისიუსი მარჯვნივ გადაიყვანა და ამით მისი შემტევი პოტენციალი გაანახევრა. ბელგიელმა კი საერთოდ ვერაფერი გააკეთა. ყველაფერი კი თავის ყოფილ თანაგუნდელენთან სიცილ-ხარხარით დაასრულა.“

Marca: „ჩელსის“ ფეხბურთელებთან მომღიმარი აზარის ცქერა, „რეალის“ გულშემატკივრებისთვის გულში ლახვარის ჩაცემის ტოლფასი იყო...“

„ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ ქომაგებს სასაცილოდ არ ეყოთ ეს ეპიზოდი. სოციალური ქსელები გადავსებულია „რეალისადმი“ დამცინავი პოსტებით.

ერთმა ბარსელონელმა ჟურნალისტმა თამაშის შემდეგ გასახდელში გახარებული „ჩელსის“ ფეხბურთელების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად არის აზარი?“

0.117201