ფეხბურთი

13:24 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ კაპიტანი, შესაძლოა, „ლივერპულში“ გადავიდეს

„რომას“ კაპიტანმა, ლორენცო პელეგრინიმ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდი შეიცვალოს.

24 წლის ნახევარმცველით „ლივერპული“ ყოფილა დაინტერესებული. მერსისაიდელები მას ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კარიერას, ალბათ „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

პელეგრინის „მგლებთან“ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.

პელეგრინის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 29 მილიონი ევროა - წერს Mirror.

0.113892