ფეხბურთი

12:51 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი: „ჩელსი“ ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ უბრალო შეცდომებს არ ვუშვებთ“

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც „ჩელსიმ“ „რეალს“ 2:0 მოუგო და ფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა - 1:1), ლონდონელთა გერმანელმა შემტევმა, ტიმო ვერნერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„რაც დღეს გავაკეთეთ, დაუჯერებელია. ბურთს ხანგრძლივად არ ვფლობდით, მაგრამ თამაშს, ტემპს ვაკონტროლებდით. კარგად ვიმოქმედეთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ყველა პოზიციაზე მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს.

„ჩელსი“ ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ უბრალო შეცდომებს არ ვუშვებთ. დღეს ძალიან კარგები ვიყავით.

საერთოდ, მწვრთნელებს მატჩების წინ ფეხბურთელების სასტუმროში დატოვება უყვართ. ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის კი უკეთესია შინ, ოჯახთან ვიყოთ და საკუთარ საწოლებში გვეძინოს. ასეთმა მიდგომამ ბოლო მატჩებში იმუშავა, იგივე იყო ამჯერადაც.“ - ციტირებს ვერნერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.114187