შეიძლება ითქვას, რომ უკვე ლეგენდარული ქალბატონი, პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმა, მოდელი ლარისა რიკელმე მოახლოებული კოპა ამერიკის გათამაშებისთვის განსაკუთრებულად ემზადება და ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, უკვე დაიწყო უცნაური და საღლიცინო განცხადებების გაკეთება.
ლარისამ პარაგვაულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თითქმის ყოველ ღამეს არგენტინა-კოლუმბიაში გასამართი კოპა ამერიკა ესიზმრება და მის სიზმრებში პარაგვაის საფეხბურთო ნაკრები არათუ კარგად თამაშობს, არამედ იხდენს დიდი ხნის ოცნებას და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი ხდება.
ლარისამ სამწუხაროდ არ იცის, რომ დიადი და გრანდიოზული სიზმრები არც ქართველებისთვისაა უცხო და მასზე ნაკლები “სიზმარა“ არც ჩვენ გვყავს, პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის სახით. ლარისას და ალეკოს სიზმრები თუ გადაიკვეთება, მერე იქნება რაც იქნება! არაფერი აჯობებს იმის ხილვას, ძველებური რუსული ტყვიამფრქვევით შეიარაღებული ელისაშვილი ლარისა რიკელმესთან ერთად როგორ დარბის ბუენოს აირესის სტადიონ “მონუმენტალზე“ და უწყვეტი ჯერით როგორ ცელავს პარაგვაის ნაკრების მოწინააღმდეგეებს.