ფეხბურთი

11:54 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „ეს ყველაზე სუსტი „რეალია“ ჩემს მახსოვრობაში“

ინგლისის ნაკრების ყიფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეწამყვანი, გარი ლინეკერი, „ჩელსი“ – „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს (2:0) გამოეხმაურა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე.

„როგორც იქნა, „ჩელსიმ“ ინტრიგა მოკლა. მათ შესანისნავად ითამაშეს და მილიონი მილით გაუსწრეს მეტოქეს. ეს ყველაზე სუსტი „რეალია“ ჩემს მახსოვრობაში.“ - წერს ლინეკერი.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ტურნირის ფინალში, 29 მაისს, სტამბოლის „ათათურქის“ სტადიონზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

0.115651