ფეხბურთი

2:44 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ფინალამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, ჩემი ბიჭებით ვამაყობ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდით ამაყობს და მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

„დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჩელსიმ“ გამარჯვება დაიმსახურა. ვიბრძოდით, მაგრამ ფინალში გასვლა დაიმსახურეს. ჩვენი ფეხბურთელები, რომლებმაც დღეს ითამაშეს, ფიზიკურად მზად იყვნენ მატჩისთვის. ვამაყობ ჩემი ბიჭებით - ვეცადეთ, ძალიან შორს წავედით, ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, „ჩელსიმ“ კი შესანიშნავად ითამაშა.

რეალური საგოლე მომენტები არ გვქონია, „ჩელსიმ“ რამდენიმე შექმნა - ეს არის ფეხბურთი. როგორც ვთქვი, ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ახლა დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ. რასაკვირველია, ბედნიერები არ ვართ. ნახევარფინალში წაგებით ბედნიერი ვერ იქნები და ეს ნორმალურია. ამის მიღება რთულია, მაგრამ ხვალ საწვრთნელ პროცესს დავუბრუნდებით, სამუშაოდ მზად ვართ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს, სტამბოლში, „ათა თურქის“ სტადიონზე გაიმართება და „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება. ეს იქნება მესამე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისური კლუბები დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120724