ფეხბურთი

2:16 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ფინალში გასვლა საოცარი მიღწევაა და სტამბოლში მოსაგებად წავალთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა.

„პირველი ტაიმი მძიმე იყო, „რეალს“ ბურთის ფლობა ჰქონდა და პრობლემები შეგვიქმნა. მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. ფინალში გასვლა საოცარი მიღწევაა და ჩემს გუნდს ვულოცავ.

ახლა ფინალზე საუბარი ნაადრევია, შეიძლება იყოს ტრავმები ან სხვა პრობლემები, არავინ იცის რა მოხდება. იმედი გვაქვს, რომ ამ თამაშს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ, რაც ნიშნავს, რომ სტამბოლში გამარჯვების იმედით მივდივართ. ძალან ბედნიერი ვარ, რომ ამას მივაღწიეთ და მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა“, - თქვა გერმანელმა.

შეგახსენებთ, ტომას ტუხელი პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ სხვადასხვა გუნდით (პსჟ და „ჩელსი“) გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს, სტამბოლში, „ათა თურქის“ სტადიონზე გაიმართება და „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება და ეს იქნება მესამე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისური კლუბები შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11543