მადრიდის ღია პირველობის მეორე წრეში, ერთმანეთს ესპანური ჩოგბურთის ორი თაობის მოთამაშეები შეხვდნენ ერთმანეთს - თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი რაფაელ ნადალი და ამომავალი ვარსკვლავი კარლოს ალკარასი. როგორც მოსალოდნელი იყო, ნადალმა იოლად, 6-1, 6-2 გაიმარჯვა.
ნადალს მადრიდის ღია პირველობა ხუთჯერ აქვს მოგებული. როგორც ყოველთვის, ამ ტურნირს როლან გაროსისთვის მზადებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ალკარასს, ვისაც სწორედ ნადალთან შეხვედრის დღეს, 18 წელი შეუსრულდა, ესპანელ სენსაციადაც მოიხსენიებენ, მაგრამ ამჯერად სახელოვან მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა.
ალკარასმა, ვისაც რეიტინგში 120-ე ადგილი უკავია, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნადალთან თამაში, მისთვის ოცნების ასრულებაა. მისთვის იუბილის მისალოცად, ორგანიზატორებმა თამაშის დაწყებამდ სიმღერა „ჰეფი ბირთდეი“ დაუკრეს. და ალკარასმაც კარგად დაიწყო - პირველივე გეიმში ბრეიკ პოინტი მიიღო.
მაგრამ ვერც ის გამოიყენა და შემდეგ უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვა. და მაინც, მეორე სეტის მიწურულს, ერთ ბრეიკს მიაღწია. მესამე გეიმში, მას შემდეგ, რაც თავს ზევიდან დარტყმა შეასრულა, თინეიჯერ ჩოგბურთელს, მხარზე მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„ეს საკმაოდ რთული შეხვედრა იყო ახალგაზრდა ჩოგბურთელთან, ვინც ძალიან კარგად თამაშობს და რაც მთავარია, წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. მას ცოტა დრო სჭირდება. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ჩოგბურთელია, მას ღირებულებებიც გააჩნია, რაც საზოგადოებას ძალიან სჭირდება“, - განაცხადა ნადალმა, ვინც ავსტრალიის ღიასთვის მზადებისას, სწორედ ალკარასთან ერთად ვარჯიშობდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტურნირის დირექტორმა ფელისიანო ლოპესმა, ვინც ალკარასთან შეხვედრა ერთი თვით ადრე, ანდალუსიის ღია პირველობაზე წააგო, იუბილარს კორტზე ტორტი გამოუტანა.