ფეხბურთი

22:00 | 5.05.2021 | ნანახია 0 - ჯერ

კახი მახარაძის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივის“ ქართველმა ფეხბურთელმა კახი მახარაძემ გოლი გაიტანა. ტაშკენტელებმა სტუმრად „მაშალ მუბორაკი“ 4:1 დაამარცხეს, 33 წლის ჩვენებური კი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.

მახარაძემ 83-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში იმ დროისთვის 4:0 გახადა. კახიმ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (მეხუთე მატჩში).

„ლოკომოტივმა“ სეზონის საწყის 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, მაგრამ ბოლო 3 თამაში მიჯრით მოიგო და 11 ქულით მეხუთე ადგილზეა იმყოფება.

0.14757