ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა. რუსული მედიის ცნობით, ხვიჩამ 18 აპრილს, „ურალთან“ მატჩში მიღებული დაზიანება მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.
business-gazeta-ს ინფორმაციით, არსებობს ალბათობა, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის უახლოეს ტურში ტულას „არსენალთან“ მატჩში ითამაშოს, რომელიც 8 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 23 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. რუსეთის ჩემპიონატის სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და „რუბინი“ ევროთასებზე გასასვლელად იბრძვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლო 15 წუთიც რომ შემოიყვანოს ეყოფა 1 გოლის გასატანად
ხვიჩა ითამაშებს დიდ ფეხბურთს.
ეს არის საოცრად მზარდი და განვითარებადი მოთამაშე.
რეალიზებასაც ზრდის თანდათან.
ნაკრებში გამოჩნდა რომ არის საკვანძო მოთამასის სტილი, რომელსაც შეუძლია შედეგის განსაზღვრა.
მოტივირებულია და აგრესიული.
რონალდოს ტიპის მოთამაშეა ხვიჩა. ფლანგელი. რონიც არ იყო მის ასაკში გოლების მანქანა.
მაგრამ მგონი არ ღირს გარისკვა არ უნდა დააყენოს სლუცკიმ ამ ორ თამაში იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავლენ ევროპის ლიგაზე გასვლა განაღდებული აქვთ და არსენალთან რომც წააგონ როტორს მესამე შემასდგენლობიტაც მოუგებენ !
დღეს მაგარი დღეა-ჩხვიმიანის ოქრო მამარდაშვილის ესპანური ამბავი და ხვიჩას გამოჯანმრთელება ! ნარემ ჩაკვეტაძეზეც გავიგოთ კარგი ამბავი-გამოჯანმრთელდა ტრავმა აღარ აწუხებს და იმ ბოსელ გენტან კონტრაქტი გაწყვიტაო ! DD
მიმაჩნია რომ იუვენტუსი არ არის კარგი გუნდი ხვიჩასთვის, თუმცა რონალდოსთან ერთ გუნდში თამაში იქნება ფანტასტიკა
4 გოლი, 4 საგოლე პასი, 4 პენალტი 23 თამაშში!
თითქოს არაფერი სტატისტიკა არ არის და ასეთი სტატისტიკა ძან ბევრ ფეხბურთელს აქვს მაგრამ ...
ხვიჩა როცა არის მოედანზე, ფაქტია რომ ყველა მოწინააღმდეგე მინიმუმ დაძაბულია და ყველამ იცის რომ 1-1 ზე ნებისმიერს მოატყუებს! თავისი საჯარიმოდან შეუძლია ბურთი მარტომ ატაროს მოწინააღმდეგის კარამდე! ეს ყველაფერი ნაკლებად ჩანს ამ სტატისტიკაში, მაგრამ ხვიჩა ნამდვილად არის ამომავალი ვარსკვლავი