ფეხბურთი

17:50 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასს გულის პრობლემები ისევ აქვს

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი გულზე პრობლემებს ისევ განიცდის. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

წყაროს თანახმად, 28 აპრილს გულმკერდის ძლიერი ტკივილის გამო კასილიასი მეგობართან ერთად დაუყოვნებლივ მადრიდის კლინიკაში წავიდა. იკერმა კლინიკა გამთენიიისას დატოვა და სახლში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, იკერ კასილიასმა ზუსტად 2 წლის წინ, 2019 წლის 1 მაისს „პორტუში“ ვარჯიშზე ინფარქტი მიიღო და გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამის გამო ესპანელ ფეხბურთელს კარიერის დასრულება მოუწია.

0.11563